logo

ციფრული ტექნოლოგიის T-scan-ისლექცია+მასტერკლასი

პირველად საქართველოში, ამერიკული მწარმოებელი კომპანიის T-scan-ის ლექცია+მასტერკლასი, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში არის კომპანია ‘’დენტსტალი’’.

ლექცია+მასტერკლასი ჩატარდება კომპანია ‘’დენტსტალის’’ ორგანიზებით 2019 წლის 31 მაისს სტომატოლოგიურ კლინიკა SMILE FACTORY – ში, რომელსაც გაუძღვება T-scan –ის წარმომადგენელი საქართველოში ენდი გასპარინი​.

thumbnail

ენდი გასპარინს აქვს 15 წლიანი გამოცდილება სტომატოლოგიაში, 11 წელი Dentsply-ში, სხვადასხვა თანამდებობა – პროთეზირების განყოფილებაში.
პასუხისმგებელია სტომატოლოგიური ლაბორატორიული პროდუქტების გლობალურ გაყიდვებზე, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნების ბაზრების განვითარებაზე ორიენტირებით. ამჟამად პასუხისმგებელია ევროპაში T- kscan სამედიცინო და სტომატოლოგიური პროდუქტების გაყიდვებზე.

T-Scan -ტექნოლოგია – ოკლუზიის ციფრული ანალიზის ერთადერთი აღიარებული და კვლევებით დამტკიცებული , უზუსტესი სისტემაა კლინიკურ სტომატოლოგიაში. თითქმის ყველა ჩატარებული სტომატოლოგიური პროცედურა მოქმედებს ოკლუზიაზე. არასწორი თანკბილვა გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ყოფა -ცხოვრებაზე, მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და ხასიათზე, შრომისუნარიანობაზე. 

T-Scan ტექნოლოგია უზრუნველყოფს დინამიკური ოკლუზიის შეფასებას, რაც საშუალებას აძლევს სტომატოლოგს დაადგინოს გამოვლენილი პრობლემების გამომწვევი მიზეზები. აჩვენებს ცალკეულ კბილებზე ოკლუზიური ძალების ზეწოლის ხარისხსა და დროს ; აღრიცხავს საერთო თანკბილვის სტაბილურობას; გამოყენება:

✓ოკლუზიის საწყისი კომპლექსური კვლევა ;

ოკლუზიის ანალიზი და კორექცია;

TMD / TMJ და თავის ტკივილები;

 სპლინტ თერაპია;

ორთოპედიული სტომატოლოგია : გვირგვინები, ხიდისებური პროთეზები, ტოტალური ორთოპედია, მოსახსნელი პროთეზები;

იმპლანტები;

ვინირები;

 პირის ღრუს სრული ტოტალური აღდგენა ორთოპედიული თუ რესტავრაციული კონსტრუქციებით;

ორთოდონტია.

T-Scan სისტემა მონიტორზე ზუსტად აღრიცხავს თანკბილვაში ცალკეული კბილების მათ ანტაგონისტ კბილლებთან შეთანასოვნების ძალასა და დროს ოკლუზიაში. იძლევა ოკლუზიის ზუსტი ანალიზის და კორექციის საშუალებას, რაც ეფექტური მკურნალობის შედეგს განაპირობებს. 

T-Scan-ის გამოყენებით სტ ო მატ ოლ ო გი უზრუნველყოფს:

 გვირგვინების, ხიდებისა და ვინირების დაცვას ოკლუზიური ძალების ზემოქმედებისგან;

 იმპლანტატების დაცვას გადატვირთვისგან;

 რესტავრაციების გამძლეობის გაზრდას;

 საბაზისო დონის ოკლუზიის შემოწმებას და მონიტორინგს მთელი მკურნალობის განმავლობაში;

 მკურნალობის ეფექტურობის გაუმჯობესებას და განმეორებითი ვიზიტების შემცირებას;

 კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესებას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით;

 პაციენტების ნდობის გაზრდას ;

T-Scan –ით სტომატოლოგს შეუძლია იხილოს ის , რაც ადრე ადრე შეუძლებელი იყო ოკლუზიური ინდიკატორების და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით. T-Scan დაგეხმარებათ ზუსტად დააბალანსოთ თქვენი პაციენტების ოკლუზია . T-Scan -ის უპირატესობანი:

 ზუსტი ოკლუზიური მონაცემების განსაზღვრა;

 ნაადრევი კონტაქტების დადგენა;

 თქვენი ნამუშევრის ხანგრძლივად შენარჩუნება დესტრუქციული ძალების აღმოფხვის გზით;

 ორთოპედიული თუ რესტავრაციული კონსტრუქციების კორექციების და პაციენტის კლინიკაში ვიზიტების მინიმალიზაცია;

 გაანთლოთ პაციენტი და შეასწავლოთ მისი ოკლუზია ;

 მარტივად აუხსნათ მკურნალობის ვალდებულება;

ოკლუზიის ცვლილებების მონიტორინგი დროთაგანმავლობაში T-Scan სისტემით, უზრუნველყობს გარკვეულ უნიკალურ და უმნიშვნელოვანეს უპირატესობებს ექიმ რესტავრატორებისათვის. დიაგნოსტიკის დროს პაციენტებს შეუძლიათ ძალების განაწილების გრაფიკული ვიზუალიზაცია 2D და 3D განხრით, რომლის დროსაც ჩანს პრობლემები, და პრობლემური ზონები , რომელთაც პაციენტი გრძნობდა , მაგრამ სტომატოლოგს არ შეეძლო მათი იდენტიფიცირება და განსაზღვრა. პაციენტს არ ესაჭიროება აუხსნას სტომატოლოგს , თუ სად , რა უბანში უნდა დამატება რესტავრაციულ კონსტრუქციას და სად მოკლება. მკურნალობის გეგმა ვიზუალიზირდება მონიტორზე და შეგიძლიათ გამოიყენოთ დოკუმენტაციის სახით. საარტიკულაციო ქაღალდთან კომბინაციაში სტომატოლოგს ეძლევა საშუალება ზუსტად და დამაჯერებლად აწარმოოს ოკლუზიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

 

პაციენტები, რომელთაც აწუხებთ საფეთქელ ქვედა ყბის სახსრის დაზიანებანი -TMD , T-Scan ციფრული ტექნოლოგიის დახმარებით ხორციელდება საწყისი პრობლემების განსაზღვრა და მკურნალობა.

T-Scan გვეხმარება თანკბილვის ადრეული ცვლილებების გამომჟღავნებაში და მათ შემდგომ აღმოფხვრაში, რითაც პაციენტებს გავათავისუფლებთ მიოფასციალური , თავის , ყურის , კისრის ტკივილებისაგან და ყურის არეში ხმაურისაგან .

T-Scan ტექნოლოგია უზრუნველყობს იმპლანტების და ორთოპედიული კონსტრუქციების ხანგრძლივად შენარჩუნებას ოკლუზიის ციფრული ანალიზის საშუალებით. თუ იმპლანტანტი განიცდის ოკლუზიური ძალების მაღალ ზეწოლას, მაშინ კორექციით, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ იმპლანტანტები მომავალი დაზიანებისაგან. 

T-Scan ™ ქმნის ჰარმონიული ოკლუზიის სქემას, რათა შენარჩუნდეს გვირგვინები და ხიდები ხანგრძლივად. კომპიუტერიზებული ოკლუზიური ანალიზი გვეხმარება იმ უბნების იდენტიფიცირებაში , რომლებზეც მოდის გადაჭარბებული არაერთგვაროვანი ძალების მოქმედება, რითაც სტომატოლოგს აძლევს კორექტირების პროცესებზე შემეცნებოთი კონტროლის შესაძლებლობას.

გამოიყენეთ T–Scan რათა ხელოვნური კბილები – გვირგვინები თუ ხიდისებური პროტეზები ჰარმონიულად ეწყობოდეს კბილებთან ოკლუზიაში. რათა შევამციროთ ფაიფურის გაბზარვა, კონსტრუქციის გატეხვა , ბრუქსიზმი, TMD -ის მხრივ პრობლემების განვითარება; ყველაზე რთული სტომატოლოგიურ პროცედურების შორის, პირის ღრუს სრული რეკონსტრუქციაა, ტოტალური ორთოპედია, რომელიც აუცილებელად საჭიროებს მკურნალობის გეგმის დასახვას, რომელიც მოიცავს კბილების , პაროდონტის , საფეთქელქვედა ყბის სახსრის , სახისა და საღეჭი კუნთების კუნთების და ესთეტიკის მდგომარეობის შეფასებასა და შესწავლას. 

T-Scan ™ ეს არის ოკლუზიის ანალიზის კომპიუტერიზებული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სტომატოლოგებს დაინახონ, როდის და როგორ შედის თითოეული კბილი კონტაქტში. ეს ძალიან

მნიშვნელოვანია დაბალანსებული, ფუნქციონალური თანკბილვის მისაღწევად, პირის სრულ რეკონსტრუქციამდე და მას შემდეგაც.

T-Scan ™ იძლევა პაციენტის ოკლუზიის ზუსტ ციფრულ მონაცემებს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ სწორად დააბალანსოთ თანკბილვის ძალები ორთოდონტიული მკურნალობის დროსაც. ეს ნიშნავს ისეთი ქრონიკული გვერდითი ეფექტის თავიდან აცილებას, როგორიცაა:

 იდიოპათიური რეზორბცია (ICR);

საფეთქელქვედაყბის სახსრის დაავადებების (TMD);

ქრონიკული მიოფასციალური ტკივილები (CMP);

ფესვის აპიკალური რეზორბცია (ARR);

 

ადგილები შეზღუდულია ! 

რეგისტრაციისთვის

დაუკავშირდით კომპანია დენტსტალს

მის: დ. აღმაშენებელის #117

ტელ: 032 294 18 08

 


×
×

Cart