T-scan პირველად საქართველოში ციფრული ოკლუზიის ტექნოლოგია

კომპანია ”დენტსტალის” ორგანიზებით პირველად საქართველოში 2019 წლის 31 მაისს სტომატოლოგიურ კლინიკა SMILE FACTORY – ში ჩატარდება ლექცია+მასტერკლასი, T-scan – ის ულტრათანამედროვე მოწყობილობის შესახებ.

თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა მიეცემა პრაქტიკულად გამოიყენოს და დაეუფლოს T-scan – ის უნიკალურ შესაძლებლობებს. 

ლექცია-მასტერკლასს ჩაატარებს T-scan -უს წარმომადგენელი საქართველოში ენდი გასპარინი​. რომელსაც აქვს 15 წლიანი გამოცდილება სტომატოლოგიაში, 11 წელი Dentsply-ში, სხვადასხვა თანამდებობა – პროთეზირების განყოფილებაში.
პასუხისმგებელია სტომატოლოგიური ლაბორატორიული პროდუქტების გლობალურ გაყიდვებზე, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნების ბაზრების განვითარებაზე ორიენტირებით. ამჟამად პასუხისმგებელია ევროპაში Tekscan სამედიცინო და სტომატოლოგიური პროდუქტების გაყიდვებზე.

×

Cart